ბუშტების წვეულება

კოვიდ პანდემიის შემდეგ, სკოლაში რომ დავბრუნდით, აღმოჩნდა რომ ბავშვები ძალიან გაუუცხოებულიყვნენ.. დაწყებითი კლასის მოსწავლეები არც კი იცნობდნენ ერთმანეთს. ინტერნეტიდან აღებული იდეით, მოვაწყვე ღონისძიება. შევიძინე ფერადი ბუშტები, უფროსი კლასელების დახმარებით დავბერეთ, დავაწერეთ სახელები, შემდეგ მოვიწვიეთ ეს ბავშვები და ვთხოვეთ საკუთარი სახელი ეპოვნათ, რა თქმა უნდა გაუჭირდათ. შემდეგ ვთხოვთ აეღოთ ნებისმიერი ბუშტი და ეპოვათ მასზე დაწერილი სახელის მოსწავლე. აქტივობა ძალიან სახალისო გამოვიდა. პანდემიისგან დასტრესილი ბავშვები გამხიარულდნენ და გახალისდნენ.ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო, მათ სახეზე დამენახა ბედნიერების ღიმილი.

No comments:

Post a Comment