არქეოლოგიის ევროპული დღეები

17-18-19 ივნისი, არქეოლოგიის ევროპული დღეები. დმანისის N3 საჯარო სკოლის აღსაზრდელებს გულითადად უმასპინძლა არქეოლოგმა ჯიმი ჩხვიმიანმა, რისთვისაც სკოლის სახელით ვუხდით უდიდეს მადლობას. მან მოსწაავლეებს დაათვალიერებინა, აუხსნა და გაუცოცხლა დმანისის ნაქალაქარის ისტორია. გვიმსპინძლა სოფ. პატარა დმანისში მდებარე არქეოლოგიურ ლაბორატორიაში. თითოეული დეტალის აღწერა შორს წაგვიყვანს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას რომ დღეს "ნორჩი არქეოლოგები" დაიბადნენ. განხორციელებულმა აქტივობებმა, ბავშვებში, არქეოლოგიისადმი იმხელა ინტერესი გააღვიძა, რომ მათგან რამოდენიმე ამ პროფესიას აუცილებლად გაჰყვება . დღევანდელ დღეს ხიბლი შესძინა ასევე იაპონიის ელჩთან და მის მეუღლესთან შეხვედრამ, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიას, დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად სტუმრობდნენ.

No comments:

Post a Comment