ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ მადლიერება, სიკეთისა და ღვაწლის დაფასება. მოსწავლეებში ამ უნარის განვითარების მიზნით დავგეგემ გასვლითი აქტივობა. ახალწლამდე რამოდენიმე დღით ადრე მოვაწყვეთ საქველმოქმედო აქტივობა, შევაგროვეთ ტკბილეული, საახალწლო სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები, გავანაწილეთ სამ ნაწილად და ჩვენს ღვაწლმოსილ, ხანდაზმულ პედაგოგებს ვესტუმრეთ სახლში,მივულოცეთ ახალი წელი და შევახსენეთ რომ მათ ღვაწლს და შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და ჩვენს ყოველთვის გვემახსოვრება. დაუვიწყარი წუთები ვაჩუქეთ მათაც და ჩვენ თავსაც. ვიმოდევნობ რომ ეს აქტივობა ტრადიციის სახეს მიიღებს.
No comments:
Post a Comment